ელისაშვილი: ყოველი ძილის წინ ვარ კრწანისის ბრძოლაში

“ყოველი ძილის წინ, აი, უსინდისო ვიყო რა, ღმერთმა მაინც იცის დანამდვილებით, რომ ყოველი ძილის წინ ვარ კრწანისის ბრძოლაში, ბოლო ეპიზოდი რომ არის, მესამე დღე, ერეკლეს ჯარი რომ ტყდება, ვეღარ უძლებს, რეზერვი აღარ ჰყოფნის, ბოლოს ხო, სანამ 300 არაგველი შემოვარდა, სანამ ისინი შემოვლენ, მანამდე ვარ დეშეკათი, დეშეკათი მივდივარ, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით, ყველაზე მეტად როცა უჭირს ერეკლეს, მაშინ გადავტენი ხოლმე ამ დეშეკას და ბალახებივით ვთიბავ სპარსელების ჯარს…”

ასე პასუხობს იმედის ეთერში, გადაცემა “ნოესთან” პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, კითხვას, დროის მანქანა რომ არსებობდეს, რომელი საუკუნის თბილისში მოხვედრას ისურვებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share