“მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტს, ირაკლი ვაჩბერაძესა და გადამღებ ჯგუფს არხის კუთვნილი ტექნიკა გასტაცეს.
“ოპერატორის თვალწინ აპარატურა გაიტაცეს. უცნობმა პირმა ელვისებური სისწრაფით მანქანიდან ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო. ახლა სადაც ვიმყოფებით, გარშემო ტყეცაა და გამტაცებელი მალე შეძლებს მიმალვას.”, – ამბობს “მთავარის” იმერეთის კორესპონდენტი, ირაკლი ვაჩიბერაძე.
ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.