სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციის თემაზე: 18 წელს ზემოთ მოქალაქეები „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ. სამივე მუნიციპალიტეტში სინოფარმით ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. შეხვედრაზე ისჯელეს, ასევე, წინასააღდგომო პერიოდში სავაჭრო ობიექტებში კოვიდრეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე.
საერთო ჯამში, რეგიონში, ამ ეტაპზე, 335 დაინფიცირებული პაციენტია, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა დაინფიცირების 52 შემთხვევა: ოზურგეთი – 43, ლანჩხუთი -8 , ჩოხატაური – 1, თვითიზოლაციაში იმყოფება 615 ადამიანი.