ფოტოზე ბენია პირველ რიგში მარჯვნიდან მეხუთე. არ ვიცი სად და ვისთან ერთად არის ფოტო გადაღებული.
მეოცე საუკუნის დსასაწყისში გურიაში დაარსდა `გლეხთა კომიტეტები~, რომლებიც ქმნიდნენ საკუთარ ადმინისტრაციას, სასამართლოებს, იარაღის სახელოსნოებს, სტამბებს, განაგებდნენ სასკოლო განათლებას, აწესებდნენ გადასახადებს, ფასებს და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, კომიტეტები აუქმებდნენ სოფლის ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და თვითონ იღებდნენ ხელში ხელისუფლების ფუნქციებს. იმ დროს გურიაში ხშირი იყო მთავრობისთვის ბოიკოტის გამოცხადება და გაფიცვები. გაფიცვასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას იძლევა ოზურგეთის მამასახლისი. ის მოელაპარაკა და აუხსნა ბენია ჩხიკვიშვილს, რომ სასწავლებლის დაკეტვა არ იქნებოდა მართებული, რადგან ,,სკოლა უნდა ემსახურებოდეს ბავშვების აღზრდას და არა პოლიტიკას… ბ. ჩხიკვიშვილმა დამიჯერა და მაშინ, როცა არც ერთი სხვა დაწესებულება მთავრობის აგენტების ხელში არ იყო, ერთად-ერთი სასწავლებელი დარჩა ჩემ გამგეობის ქვეშ… მაშინ ყველაფერი ხალხის ხელში იყო. არც პოლიციის, არც სხვა ვინმე მთავრობის წარმომადგენელის ჭაჭანება არ იყო. ჩხიკვიშვილი არა თუ არ აღელვებდა მოსწავლეებს, ერთხელ მივიდა და მშვენიერი სიტყვა უთხრა, დამმშვიდდით, და თქვენს უფროსს, ე.ი. მე, დაუჯერეთო…”.