გუშინ, 27 აპრილს, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი – კახი კავსაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გენიალური მსახიობი გაიხსენა და მასთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.
„საშინელი დღეა დღეს. ძნელია ყველასთვის. მე ჩემთვის მიყვარდა და მიყვარს. ბავშვი ვიყავი 13-12 წლის, რომ გავიცანი.
ხომ არიან ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებულად განათლებულები ეს ადამიანი იყო ყველაფერი ერთად, ოღონდ ისე, რომ არავის არაფერს აჩვენებდა.
მისი პირადი ცხოვრება ხომ ვიცით. მისი და ბელას ურთიერთობა ეგეთი თბილი და ეგეთი ზღაპრული ურთიერთობა იმ დროს მართლა არ იყო. ყველა გაკვირვებული იყო კახის და ბელას ურთიერთობით.
კავსაძე არ ჰგავდა არავის, ის იყო თავისი ყველაფრით.
კიდევ სხვა ხიბლი ჰქონდა არტისტული წინაპრებისგან, რომელიც არ ჰქონდა არავის.
მიყვებოდა გერმანიაში წასვლის ამბავს, როგორც ჩავიდა იქ, აქ კი ილია მეორემ თავზე ხელი დაადო და უთხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო. წინა დღით კი ფოფხაძესთან იყო აღსარებაზე, ქაშვეთში…
ხომ იცი, რომ ყველა წავა ადრე თუ გვიან, მაგრამ კახი მეგონა, რომ არ უნდა წასულიყო… “ – ამბობს ზურა ყიფშიძე.