ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შეემოქმედში საფლავები გაძარცვეს.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, გაძარცვულია რამოდენიმე სასაფლაო, წაღებულია ე.წ. “დურალუმინის” მასალისგან დამზადებული ღობეების და კარის ფრაგმენტები.
როგორც შს-სი გვითხრეს, გამოძიება 258-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას და საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.