ვახტანგ ზენაიშვილი – “გირჩის” მოღვაწეობა თავისუფლების იდეის ხორცშესხმის მცდელობაა თანამედროვე ეპოქაში

პოლიტიკური პარტია “გირჩის” მთავარი იდეა თავისუფლებაა, ვინაიდან თავისუფლება არის განვითარების, ეკონომიკური სიძლიერის და ადამიანური კეთილდღეობის საფუძველი. ჩვენ, ქართველებს, რაც განვითარებული მსოფლიოსგან განგვასხვავებს თავისუფლების ნაკლებობაა. თავისუფლებავ შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარიო-ამბობდა ილია. “გირჩის” მოღვაწეობა ამ იდეის ხორცშესხმის მცდელობაა თანამედროვე ეპოქაში. ეროვნულმა მოძრაობამ, საბჭოთა კავშირის დაშლამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოგვიტანა, მაგრამ თავისუფლება ჯერაც ოცნებად რჩება. თავისუფლებისკენ მიმავალი გზა დესოვეტიზაციაზე გადის. რომ დავამთავროთ საბჭოთა კავშირი ჩვენში, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ დამოუკიდებლობიდან აგერ 30 წლის შემდეგაც ბოგინობს, საჭიროა ჩვენი საზოგადოებრივი ყოფის ძირფესვიანი ცვლილება. 1) აუცილებელია სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების (მთელი ეროვნული სიმდიდრის 80%) სპეციალურ საპრივატიზაციო “ფულით” (ე.ი. უფასოდ) განკერძოება საქართველოს მოქალაქეებზე. რაც პრაქტიკულ ასპექტში, თითოეული მოქალაქის, დაახლოებით 50 000 დოლარით გამდიდრებას ნიშნავს. ჩვენ მდიდრები ვართ! მთავარია ეს სიმდიდრე გამოვგლიჯოთ ბიუროკრატიას! 2) ჩვენ გვჭირდება შეზღუდული და მცირე მთავრობა. ანუ ცოტა ბიუროკრატია, მთავრობა რომლის უფლებებიც შეზღუდულია და ვერ ჩაერევა ეკონომიკაში, ანუ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში! მთავრობა რომელიც ხარჯავს ცოტას, ე.ი. ვამცირებთ გადასახადებს, ფული რჩება ეკონომიკაში, ანუ ხალხის ჯიბეში! პრინციპი: ნაკლები ფული მთავრობას მოსაპარად და გასაფლანგად, მეტი ფული ხალხს! 3) ჩვენ გვჭირდება სანდო ფული. ქართულ ლართან ერთად თავისუფალ ბრუნვაში უნდა შევიდეს სხვა, მყარი ვალუტები (დოლარი, ევრო). კონკურენცია აიძულებს ეროვნულ ბანკს მოიქცეს სწორად- შეწყვიტოს ზედმეტი ფულის შემოშვება ბაზარზე, რაც იწვევს ინფლაციას, ფასების ზრდას და ჩვენს გაღარიბებას! ამჟამად ეროვნული ბანკის პოლიტიკა ხალხის ძარცვის პოლიტიკაა! 4) ჩვენ უნდა დავამთავროთ საბჭოთა კავშირი სასამართლოში. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და სანდო მართლმსაჯულება. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად-ამბობდა შოთა. უსამართლობა კი ახმობს “სიცოცხლის ხეს”! როცა უსამართლობა და ძალადობა კანონის სახეს იღებს, დაუმორჩილებლობა ხდება მოვალეობა! 5) დღემდე ჩვენი განათლების სისტემა საბჭოურია. გვაქვს ერთი, უნიფიცირებული, მთავრობისგან გაკონტროლებული სკოლები. რა ისწავლონ, რომელი წიგნით, როგორი მერხი იყოს, როგორი შენობა და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა განთავისუფლდეს კერძო სკოლები სახელმწიფო დიქტატისგან. ჩვენ გვაქვს უფლება შევქმნათ ისეთი სკოლები როგორიც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მშობლებს კი აქვთ უფლება აირჩიონ ის რაც მათი შვილებისთვის უკეთესია. კერძო სკოლების გამოყვანა სახელმწიფოს ქოლგიდან, ზეწოლას მოახდენს საჯარო სკოლებზე-გახდნენ უკეთესი! ბატონებო! ესა თავისუფლების შინაარსი! მხოლოდ ამ პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყანა ვითარდება. სწორედ ასე შეიქმნა სიმდიდრე იმ ქვეყნებში რომელიც ასე მოგვწონს და საითაც სამუშაოდ გავრბივართ, რომ თავი გადავირჩინოთ! “გირჩის” იდეები ცხოვრებით და პრაქტიკითაა შემოწმებული, პრაქტიკა კი ჭეშმარიტების საზომია! დაუჭირეთ მხარი თქვენი და თქვენი შვილების მომავალს!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share