“გურულები არ დაუშვებენ უნიკალურ კურორტ ბახმაროს კლიმატის შეცვლას”

“გურულები არ დაუშვებს უნიკალური კურორტ ბახმაროს კლიმატის შესაძლო ცვლილებებსა და მომავალ განვითარებას”-ამ შინაარსის განცხადებას სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ერთ-ერთი დამფუძნებელ;ი, ირმა გორდელაძე ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ: “ეს ჰესი პირდაპირ რეკრეაციულ ზონაშია და უწყლოდ დატოვებს ხეობას რომელიც ასაზრდოებს ბახმაროს სიმწვანეს. “ინვესტორ კომპანია „სი-სი-ი ეიჩ ჰიდრო VI”-ს ორი თვე ჰქონდა 22-პუნქტიან სიაზე პასუხების გასაცემად თუ რა სარგებელს მიიღებდა ადგილობრივი მოსახლეობა, როგორი იქნებოდა ეკოლოგიური ზიანის მასშტაბები და რა შეიცვლებოდა სინამდვილეში. კითხვების უმეტესობა ისევ კითხვებად დარჩა, თუმცა ერთი რამ ცალსახად ცხადია – კომპანია „ბახვი ჰესის” მშენებლობას ძველებურად ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში აპირებს და ბევრი საკითხის დაზუსტებას შემდეგ, გზშ-ს ეტაპზე გეგმავს.”-აღნიშნულია განცხადებაში.
სკოპინგის განხილვის პროცესში სამინისტროს, ინვესტორი კომპანიის და ადგილობრივების გარდა, ჩართულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია. მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მიიჩნევს, რომ საკურორტო-რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰესის აშენებისთვის დამაბრკოლებელი სულაც არ არის. ეს პოზიცია კი მას შემდეგ აქვს, რაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წერილობით დაუდასტურა, რომ საქართველოს კანონმდებლობით რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია ენერგეტიკული ტიპის ობიექტების აშენება, მათ შორის ჰესის სათავე ნაგებობის, გადამცემი ხაზის და სხვ. „სამინისტროდან მიღებული პასუხებით და მიღებული დოკუმენტაციით ჩანს, რომ თავსებადობის თვალსაზრისით და კანონმდებლობის მიხედვით ჰესის აშენების პრობლემა არ დგას. გარემოს დაცვითი კუთხით რა პრობლემებია, ამაზე უნდა იმსჯელოს უკვე მთავრობამ, ეკოლოგიური კუთხით ჩვენი კომპეტენცია არ არის“ , – ამბობს კუჭავა. მიუხედავად სამინისტროს მტკიცებისა, ფაქტია, რომ ბახმაროს, ევროპის ყველაზე მაღალმთიან კურორტს, რეკრეაციული ზონის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. საქართველოს მთავრობის N261 დადგენილებით, რომელიც ტერიტორიების განაშენიანებასა და გამოყენებას არეგულირებს, საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში ნებადართულია მხოლოდ დასასვენებელი, კვების, გასართობი, ჯანდაცვისა თუ სასპორტო ტიპის ობიექტების განთავსება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share