კანდიდატებზე არ გვიმსჯელია, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას – მზად ვარ პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან. შეიძლება ჩემს გუნდს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მე მზად ვარ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მძლავრ, საერთო კანდიდატზე ვიფიქროთ.
ასე უპასუხა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას, ექნება თუ არა მისი მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში.