წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათზე ჩამოაბრძანებენ

იერუსალიმიდან წმინდა ცეცლხს საქართველოში 23:00 საათზე ჩამოიტანენ, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ცნობისთვის: იერუსალიმში წმინდა ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდა.

შეგახსენებთ: 2020 წლის 18 აპრილს, იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი საქართველოში სპეცრეისით ჩამოიტანეს. შარშან, პანდემიის გამო სასულიერო პირები, რომელბიც თბილისიდან იერუსალიმში გაემგზავრნენ, თვითმფრინავიდან არ ჩაუშვეს და ცეცხლი მათ ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ გადასცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share