შემთხვევა რკინიგზის ხარაგაულის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მოხდა.
“მეოთხე ვაგონი მოწყდა სხვებს, ლიანდაგიდან გადავიდა და გვირაბის კედელს რომ არ დაეჭირა გადატრიალდებოდა” – უთხრა mtavari.tv-ის ერთ-ერთმა მგზავრმა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.