დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას ქვეყნის მასშტაბით 10 დღით წყვეტს

შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო რეისებს. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ერთი კვირის წინ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

დადგენილების თანახმად, დღეიდან, 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალურ ავტობუსებთან ერთად არ იმუშავებს, მეტრო, ასევე, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდგომ გადაწყვეტილებებს საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share