ბოლო ერთ დღეში გურიაში კორონავირუსის 36 შემთხვევა დაფიქსირდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 806 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 317 719-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.59%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 144 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 297 676-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 227 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 120, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 57, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 121, კახეთი – 60, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share