ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ ოცნებას მეათე მოწვევის პარლამენტში დაახლოებით 100 მანდატი ექნება.
“მე გარწმუნებთ, რა თქმა უნდა, იმაში, რომ ეს პარტიები ქართულ ოცნებასთან არ შექმნიან კოალიციას. ჩვენ გვექნება დაახლოებით 100 მანდატი შემდეგი მოწვევის პარლამენტში. შესაბამისად, ყოველგვარ კოალიციაზე საუბარი ზედმეტია”, — განაცხადა კობახიძემ.
დღეს 30 ოექტომბერს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. ხელმომწერი პარტიების განცხადებით, ქართული ოცნების 8 წლიანმა მმართველობამ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მნიშვნელოვნად დაასუსტა. მათივე თქმით, მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზირებითა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით.