“ამ გირაოს გადახდით რა, პოლიტპატიმრად შეიძლება აღიარონ”? -ყაველაშვილი მელიაზე

რომ გამოდიხარ და იჩემებ, რომ ლიდერი ხარ და პასუხისმგებელი ხარ რაღაცაზე, იძახი, რომ ვერ დამიჭერენ – დაიჭირეს. არ გადავიხდიო – გადაიხადა. რა მნიშვნელობა აქვს [ვინ გადაუხადა]. თითქოს, ამ გირაოს გადახდით რა, პოლიტპატიმრად შეიძლება აღიარონ? მაშინ ევროკავშირმა უნდა თქვა, რომ დიახ, ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი და მე ვიხდი მის სანაცვლოდ გირაოსო – ასეთი რამ არ თქმულა ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას. დღეს, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.
მათივე ცნობით, გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: