10 რჩევა ლუიზა ჰეისგან – როგორ შეიყვარო თავი

ლუიზა ჰეი – ამერიკელი სამოტივაციო სპიკერი და  30-მდე წიგნის ავტორია- პოპულარულ ფსიქოლოგიაში. მისი ერთ-ერთი წიგნი “You Can Heal Your Life”  გამოიცა 1984 წელს. ის, გახდა ბესტსელერი და 2014 წლის მონაცემებით, 50 000 000 ეგზემპლიარი გაიყიდა. მინდა შემოგთავაზოთ მისი 10 რჩევა – როგორ შეიყვარო საკუთარი თავი.

ადამიანი ბავშვობიდან ეცნობა სამყაროს, უფროსების მიბაძვით. ლუიზა ჰეი თვლის, რომ თუ ბავშვი იზრდება ფსიქოლოგიურად უარყოფით  განწყობილ მშობლებთან, ზრდასრულ ასაკში ის,  სამყაროს შეხედავს უარყოფით ჭრილში.

ადამიანი, მიდრეკილია ისეთი გარემოს შექმნისკენ, რაც გულისხმობს „როგორც სახლში“, ამიტომ, მის ურთიერთობებში ხშირად რეალიზდება, ის დამოკიდებულებები, რაც ჰქონდათ მის მშობლებს. მაგ: ჩვენ ისევე ვუწყრებით თავს, როგორც გვიწყრებოდნენ მშობლები,უახლოესი ადამიანები. მსგავსება იმდენად დიდია, რომ ხშირად აზრების წყობაც კი ემთხვევა.

ის სიყვარული,  რომელიც ბავშვობაში მშობლებისგან გადაეცა პიროვნებას ვლინდება მოზრდილობაში, მჟღავნდება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაში და საკუთარ თავთან დიალოგში. პირველ რიგში, თქვენ თუ არ გიყვართ და არ აფასებთ თავს დადებითად, ამავე დროს, არ აწარმოებთ, საკუთარ თავთან სწორ დიალოგს, მაშინ, ნაკლებად შეძლებთ გვიყვარდეთ სხვები, დაინახოთ მათში კარგი და მითუმეტეს, არ იყოთ კონფლიქტურნი..

როგორ შევძლოთ საკუთარი თავის შეყვარება?

luiza11. შეწყვიტეთ საკუთარი თავის კრიტიკა-ნუ ფიქრობთ, რომ ხართ ცუდი. როცა თავს ეუბნებით, რომ ხართ „არასაკმარისად კარგი“,  თქვენ ამართლებთ ამ მოლოდინს. ამ დროს, თქვენ თავს აყენებთ ფსიქოლოგიურ ტკივილს და ამით ზრდით ავადმყოფობის შანსს.

2. შეწყვიტეთ თავის შეშინებაზოგიერთები პირდაპირ ატერორებენ თავს, თავისი აზრებით. ისინი სიტუაციას წარმოიდგენენ უფრო დამძიმებულად, ვიდრე სინამდვილეშია. ასეთი ადამიანები აზვიადებენ პრობლემას. წარმოიდგინეთ რაოდენ საშიშია, მუდმივად,მუდმივად ცუდის მოლოდინში ცხოვრება.

3. იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ- „ღმერთო გევედრები მომეცი მოთმინება… და ახლავე!“ – ხუმრობით წერდა ორენ არნოლდი. მოთმინება ეს უმძლავრესი იარაღია. ხალხის უმრავლესობა იტანჯება სწრაფი შედეგის მოლოდინში. ჩვენ ვღიზიანდებით გამუდმებით – რიგებში და საცობებში დგომისას. მოუთმენლობა-ეს არის სწავლის სურვილის არ ქონა. ჩვენ, გვინდა მივიღოთ ცოდნა, გაკვეთილის აუთვისებლად და იმ ნაბიჯების გარეშე, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

4. იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ ნუ განიკითხავთ თავს, ნეგატიური აზრებისთვის. ნუ დაადანაშაულებთ თავს-ცუდი წარსულისთვის. გამოიტანეთ მისგან გაკვეთილი. ..იყო საკუთარი თავის მიმართ კეთილი, ნიშნავს – უარი თქვა მუდმივ განკითხვაზე, დანაშაულის განცდაზე, თავის დასჯაზე და გათავისუფლდე ტკივილისგან.

5. ისწავლეთ თავის შექებაკრიტიკა წვავს სულს, შექება  აღდგენს ფერფლისგან. რა მძიმე საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, შეიქეთ თავი. მუდმივად უმეორეთ თავს, რომ კარგი ხართ!

6. ისწავლეთ დახმარების თხოვნადახმარების თხოვნა, ეს არის ძალის გამოვლინება და არა სისუსტე.  უმრავლესობას ერიდება ახლობელს სთხოვოს დახმარება და მარტოს გადააქვთ პრობლემების სიმძიმე…  სცადეთ და ითხოვეთ დახმარება,იმის მაგივრად,რომ  პრობლემა გადაჭრათ მხოლოდ საკუთარი ძალებით და გაბრაზდეთ თავზე…

7. შეიყვარეთ უარყოფითი შტრიხები საკუთარ თავში.ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. თუ თქვენ, მუდმივად განიკითხავთ საკუთარ თავს შეცდომების გამო, გამოგიმუშავდებათ სტერეოტიპი. ამ დროს კარგი საშუალებაა-იუმორი, ის გეხმარება მოდუნდეთ და იგრძნოთ შვება სტრესულ სიტუაციებში. უყურეთ  კომედიას. თუ,  ადამიანი შეძლებს შეხედოს ცხოვრებას როგორც პიესას, საპნის ოპერის ელემენტებით, მაშინ  ასეთი ადამიანის საქმე არ არის უიმედოდ.

8. მოუარეთ თქვენს სხეულს.ყურადღება მიაქციეთ რითი იკვებებით. ნუ მისცემთ უფლებას, ზეგავლენა იქონიოს  თქვენზე, სხვადასხვა კომპანიების სარეკლამო ფანდებმა. ანგარიში გაუწიეთ თავს, რას ჭამთ და როგორ გრძნობთ თავს ამის შემდეგ. ასეთი ზრუნვა სხეულზე ნიშნავს – გამოიჩინო სიყვარული საკუთარი თავისადმი.

9. იმუშავეთ სარკესთან. დილით მიუახლოვდით სარკეს, გაიღიმეთ და უთხარით საკუთარ თავს: „მე შენ მიყვარხარ, შენ ხარ საოცარი და საყვარელი ადამიანი“. იცხოვრეთ  კარგი ხასიათით, სიყვარულით საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. თქვენ შეატყობთ, ასეთი დამოკიდებულებით, როგორ სწრაფად შეიცვლება  თქვენი ცხოვრება. ივარჯიშეთ, მოიძიეთ ისეთი სავარჯიშოების კომპლექსი, რომელიც მოგეწონებათ და  ხალისით გააკეთებთ.

10. ნუ დაელოდებით სრულყოფილებასშეიყვარეთ თავი ახლა და ამ წუთას ისწავლეთ თავის სიყვარული ახლავე,  თუ ამას მოახერხებთ თქვენ შესძლებთ შეიყვაროთ და მიიღოთ ადამიანები ისეთი, როგორიც არიან. თქვენ მოხვედით ამ სამყაროში, არა იმისთვის, რომ მოიგოთ ვინმეს გული, ან თავი მოაწონოთ სხვებს, ან იცხოვროთ ისე როგორც სხვებს უნდათ. თქვენი მიზანია – საკუთარი თავის და სიყვარულის სიღრმისეულად გამოხატვა.

წყარო:https://zrda.wordpress.com

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share