“მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი, გადმოდგით თქვენც” – ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

ყველას, ვისაც უნდა რომ “ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით” დაუდგეს ლევან ვასაძე 16 მაისს 9 აპრილის ბაღში ეპატიჟება.

პოლიტიკაში წასულმა ვასაძემ  სვანეთიდან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს მოუწოდა შეკრებაზე ოჯახებით მივიდნენ

“ყველას ეხლა გაძახით როგორც ზეიმზე, რა გვაქვს საზეიმო, მაგრამ მე იქ ჩემი ცოლ-შვილით მოვალ და ყველას გეძახით ოჯახებით , მითუმეტეს, რომ მეორე დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეა, ორშაბათია და ვერ შევიკრიბებით და მოდით, 16-ში ვიზეიმოთ” -ამბობს ლევან ვასაძე და მომხრეებს მოუწოდებს, ნუ მიაქცევენ ყურადღებას მის წინააღმდეგ აგორებულ “ცილისწამებებისა და სიბინძურის” კამპანიას.

“მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი, გადმოდგით თქვენც”- მიმართავს ვასაძე მოსახლეობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share