13 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება და უქმე დღეები აღარ გახანგრძლივდება – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ეს იმას ნიშნავს, რომ 13 მაისიდან სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სკოლები, უნივერსიტეტები და საბავშვო ბაღები. ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
ძალაში რჩება 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
www.etaloni.ge