1. როდესაც იცი, რომ გაბატონებული ძალა ზუსტად იმ ციფრებს დებს ყველა არჩევნების დროს, რომლებსაც წინასწარ აანონსებს, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები წინასწარ გაყალბებულია; მითუმეტეს, როდესაც ეს ციფრები უბრალოდ ალოგიკურია.
2. როდესაც გაყალბებული პოლიტიკური ინტიტუციის მუშაობაში მონაწილეობას იღებ ნებისმიერი ფორმით, ამით ლეგიტიმაციას უმტკიცებ ამ ინსტიტუციას.
3. ყალბ პოლიტიკურ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა და ამისათვის ანაზღაურების მიღება, პოლიტიკური პროსტიტუციაა.
ზურაბ გურული, ამერიკაში მოთვაწე ქართველი ექიმი, მისისსიპის უნივერსიტეტის პროფესორი.
4. საკუთარი ამომრჩევლის დემორალიზაციას და მორალურ დეგრადაციას ყოველთვის სჯობს სრულად გაარიდო ისინი ფარსში მონაწილეობის ნებისმიერ სახეს, რადგან დეგრადირებული ამომრჩეველი საბოლოოდ შექმნის დეგრადირებულ პოლიტიკურ პერპეტუუმ-მობილეს, რაც ქვეყნის მომავალს გააქრობს.
5. ნებისმიერი მედიატორი, რომელიც სიყალბესთან და უმსგავსობასთან მედიაციასა და მორიგებას გთავაზობს, მინიმუმ უზნეოა, მაქსიმუმ …
6. შტრაიხბრეკერებთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მინიმუმ უაზრობაა, მაქსიმუმ სიბრიყვე.
7. პრინციპულობა და სიხისტე განსხვავებული კატეგორიებია და მათი ერთმანეთთან შედარება სისულელეა.
პრინციპულობა ნიშნავს მწყობრად ჩამოყალიბებული ლოგიკის ერთგულებას; სიხისტე კი უბრალო სიჯიუტეა.