ინდოეთში, კორონავირუსის 343 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 4 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 262 317-ს მიაღწია.

ექსპერტების განცხადებით, რეალური რიცხვები უფრო მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ბევრ რაიონში ტესტირების ჩატარების მაჩვენებელი დაბალია და შესაბამისად, ბევრი დაინფიცირებულისა და გარდაცვლილის ოფიციალურად აღრიცხვა არ ხდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share