პროექტ “Log in Georgia” განხორციელება ბახვის საჯარო სკოლიდან დაიწყო

“დღეს ბახვის საჯარო სკოლაში ვიმყოფებოდი, საიდანაც დავიწყეთ პროექტ “Log in Georgia”-ს განხორციელება.

განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია. ეს არის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა.

ბახვის სკოლა 2000 წელს გარემონტდა და მას შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, დღეს კი სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული დონის სკოლა” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share