“გუშინდელი დღიდან, სამწუხაროდ გაურკვეველი ვადით, შეჩერდა პირველადი ვაქცინაციის რეგისტრაცია და ასევე კლინიკებს აეკრძალათ ე.წ. ცოცხალი რიგით მსურველთა რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც დაბალი ტემპებით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო შენელდება.)” _ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიᲐციის ერთ_ერთმა ლიდერმა ლევან ანთაძემ საგანგებო ბფირინგზე. მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპებზე დამოკიდებულია მესამე ტალღის განვითარების სიჩქარე, რისთვისაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლით ვიხდით ფასს. “აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჩამოქცეულ ეკონომიკაზე, რომელიც აღარ იძლევა ლოკდაუნით დროის მოგების საშუალებას. ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას. შეგახსენებთ, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჩვენ აცრილი გვყავს 77343 ადამიანი ანუ დღეში საშუალოდ 1300 ადამიანი, მაშინ როდესაც იმისთვის რომ შესრულდეს ეროვნული გეგმა საჭიროა დღეში აიცრას მინიმუმ 7500 ადამიანი. ვაქცინაციის პროცესის წარმატებულ მართვაზე პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის ხვალინდელი დღე, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკის განვითარება, თუნდაც ტურისტული სეზონი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია აჭარისთვის და ბათუმისთვის” _ აღნიშნა ანთაძემ.
მისივე თქმით, გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, აუცილებელია: – დროულად განახლდეს ვაქცინაციის შეწყვეტილი პროცესი – გადაუდებლად აუცილებელია მინიმუმ 2-ჯერ მაინც გაიზარდოს ვაქცინაციის პუნქტები -დროულად აღმოიფხვრას ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალში წარმოქმნილი პროგრამული ხარვეზები.