“ვამაყობ, რომ ნიკას თანამებრძოლი ვარ, მან ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად”

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით.
ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას და ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ, მისი გამბედაობით და პრინციპულობით, რაც გამოიჩინა. მგონი ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა. სხვანაირად არ შეიძლება, ამდენი წელია ხალხი ელოდება რაღაც შვებას და წინსვლას”. –ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შეხვედრისას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share