საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება უსამსახუროდ. უმუშევართა არმია დღითი დღე იზრდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, უმუშევრობამ 22%-ს მიაღწია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა. მკაცრმა რეგულაციებმა და ქვეყნის ჩაკეტვამ ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, დამსაქმებლები იძულებულები გახდნენ, თანამშრომლები გაეთავისუფლებინათ და მათი უკან დაბრუნების იმედიც აღარ აქვთ.ყველაზე მეტად ქვეყანაში კი ტურიზმის სექტორი დაზარალდა.
გაზრდილი უმუშევრობის ფონზე კი საქართველოში 317 000-ზე მეტი ადამიანია ოფიციალურად უმუშევარია.
“ისედაც უმუშევრობა და გაჭირვება იყო საქართველოში, მაგრამ ამ პანდემიის დროს უფრო მეტად გაღარინდა ხალხი. ნაგვის ურნებში რომ ხალხი საჭმელს ეძებს, ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი. თავისი მუცლის მთავრობა გვყავს”-აცხადებენ მოქალაქეები.
ათასობით კომპანიაა გაკოტრებული. უმუშევრობის ზრდასთან ერთად შემცირდა დაქირავებით დასაქმებულთა წილიც.
ათასობით ადამიანმა დასაქმების იმედი საერთოდ დაკარგა