ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი- ოზურგეთელი სპორტსმენების წარმატება ფარიკაობაში

20 მაისს ქ. ბთუმში, ფარიკაობაში სპორტის დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ მორჩილაძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

🤺 ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა, ფარიკაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს.

შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში ( 2004 – 05 წწ ; 2006 – 07წწ) გაიმართა.

ოზურგეთელმა სპორტსმენებმა დაშნით ფარიკაობაში წარმატებით იასპარეზეს და ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. გუნდურში კი ოზურგეთი მესამე ადგილზე გავიდა.

ლევან ბოლქვაძე I ადგილი ( 2007 წ.)

გიორგი ფუტკარაძე II ადგილი ( 2004 წ.)

ოზურგეთის გუნდი ასპარეზობისთვის მალხაზ კვაჭაძემ მოამზადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share