“არა ნამახვანჰესს” – დღეს დედაქალაქში აქცია გაიმართება, რასაც მთელი საქართველოდან უერთდებიან.
აქციაზე დასასწრებად გურიიდან 200-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.
როგორც “გურიის მოამბეს” სამოქალაქო მოძრაობა “ეკოს” დამფუძნებელმა, ირმა გორდელაძემ უთხრა, გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან ორი მიკროავტობუსი, ერთი ავტობუსი და მანქანების კოლონა დილის 7 საათიდან დაიძრა და აქციას რესპუბლიკის მოედანზე ასეულობით გურული შეუერთდება.