ვინ იყო ბიჭი, ვინც დღეს ლანჩხუთში თავი მოიკლა-გარდაცვლილის დედა მომხდარ ტრაგედიაზე

შემზარავი ტრაგედია გურიაში – ლანჩხუთში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ანრი თურმანიძე ჩამომხრჩვალი გამთენიისას ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან იპოვეს.

გარდაცვლილის შესახებ ტვ პირველისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ანრი თურმანიძე და მისი შვიდი დედმამიშვილი რვა წელია მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ. დედ-მამას ბავშვები გაჭირვების მოტივით ჩამოართვეს.

შვილმკვადრი დედა დანარჩენი შვილების სახლში დაბრუნებას ითხოვს და ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილს ოჯახში ყოფნა სურდა. ანრი თურმანიძის თქმით, ის შვილებს კარგად ექცეოდა და ფინანსურ დახმარებას მთლიანად ბავშვებს აძლევდა.

ვითომ მე ბავშვებს ვცემდი, პირობებს არ ვუქმნიდი რაც ჭირდებოდათ, ვაშიმშილებდი, ქუჩა-ქუჩა ვამათხოვრებდი, ეგ არ ყოფილა არასდროს, რაც მქონდა საშუელება ვაძლევდი ბავშვებს. შეიძლება ჩასაცმელს ვერ ვყიდულობდი მაგრამ რაც შემეძლო ბავშვებს ვაძლევდი. 1 წელი რცებოდა რომ 18 შესრულებოდა და მოვიდოდა სახლში, ჩემი შვილები დამიბრუნონ სახლში ამას მოვითხოვ, მე მეცოდინება ჩემს შვილს რა სჭირდება, მე არ ვციი ჩემმა შვილმა რისთვსი ჩამოიხრჩო თავი ერთადერთი ეს ვიცი, რომ მოდიოდა მთხოვდა: დე, სახლში მინდა”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონიათ და ბავშვებთან მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share