ხობში, სოფელ ხეთაში 30 წლის კაცმა ბიძა მოკლა

შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბიძას ბლაგვი საგნით ორჯერ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share