როგორც გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა, “ქართულ ოცნებას” არ სურს “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდეს. მისივე თქმით, მმართველ გუნდში თავს კარგად გრძნობენ, “ჭაობი აქვთ და ყიყინებენ”. “ძნელი გამოსაცნობი არ არის, “ოცნებას” ძალიან არ უნდა ჩვენ გვიხილოს. როდესაც დებატები იქნება, ეს მადრიდის “რეალისა” და რომელიღაც ირანული გუნდის თამაშს დაემსგავსება. “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურად გამოუცდელი ხალხია, მაინც და მაინც დიდი მჭერმეტყველებით და სიტყვაკაზმულობით არ გამოირჩევიან, თავს ახლა კარგად გრძნობენ, ჭაობი აქვთ და ყიყინებენ, რა თქმა უნდა, ყიყინში ხელს შევუშლით. ბუნებრივია, ჩვენი იქ შესვლა არ უნდათ”,-აღნიშნავს გუბაზ სანიკიძე.