გასულ დღეებში ოზურგეთის მაზრის სოფელ ფამაფალეთის გავლით მგზავრობდნენ სტრაჟნიკები ი. ცუროვი და ხ. ბერკოვი. რა დროსაც დაინახეს სახლის აივანზე მყოფი სტარშინის თანაშემწეობის კანდიდატი ნ. მდინარაძე და მის გვერდით მჯდომი უცნობი პირი. სტრაჟნიკების მოახლოებისთანავე უცნობი პირი ჩქარა ადგა შემოუარა მდინარაძის სახლს და დაიმალა აივნის ქვეშ. სტრაჟნიკების წინადადებაზე გამოსულიყო სამალავიდან უცნობმა პირმა სტრაჟნიკებს ცეცხლი გაუხსნა, რაზედაც თავის მხრივ სტრაჟნიკებმა შაშხანებიდან სროლით უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად უცნობი პირი დაიჭრა, როცა იგი მიხვდა, რომ აივნის ქვეშ სამალავში მისი მდგომარეობა უიმედო იყო, ის გარეთ გამოვარდა და „მაუზერის“ სროლით გაიქცა, რა დროსა იგი სტრაჟნიკების მიერ ადგილზევე იქნა მოკლული.
მოკლული აღმოჩნდა გურიანთის უჩასტოკის სოფელ დვაბზუს მკვიდრი ცნობილი დამნაშავე იასონ (კიკია) მამულაიშვილი. მოკლულს აღმოაჩნდა რევოლვერი „მაუზერი“ და პატრონტაჟი საბრძოლო ვაზნებით.
გაზეთი „კავკაზი“ 1913 წლის 13 ივნისი