ზოგჯერ სხვას კი არა, საკუთარ თავს უნდა მოუგო ომი

ზოგჯერ სხვას კია არა,საკუთარ თავს უნდა მოუგო ომი,აჯობო საკუთარ განცდებს და დაამარცხო… ზოგჯერ სხვას კი არა,საკუთარ თავს უნდა გააწნა სახეში სილა,რომ გამოფხიზლდე,თვალი გაახილო და ბოლოს და ბოლოს ჯეროვნად შეაფასო რეალობა… ზოგჯერ უნდა გარისკო,როდესაც სხვა გზა არ არის,უნდა გამონახო გზები… ზოგჯერ კლდეზე ყვავილივით უნდა ამოხეთქო და ლამაზად გააგრძელო სიცოცხლე… ზოგჯერ უნდა მიხვდე,რომ არსებობს ისეთი რაღაცეებიც რასაც არაფერი ეშველება და შეეგუო… ზოგჯერ საკუთარი თავი ხელშიც უნდა აიყვანო,ზურგზეც უნდა წამოიკიდო და ჯვარივით ღირსეულად ატარო შენი ცხოვრება შენს წილ გოგლგოთაზე… ზოგჯერ უნდა მისცე საკუთარ თავს ბედნიერების უფლება… ზოგჯერ უნდა დაფიქრდე რატომ მოგეცა განსაცდელი და ისწავლო, შეცვალო შენი ბედისწერა რამდენადაც შესაძლებელია ეს… ზოგჯერ უნდა განმარტოვდე საკუთარ სულში რომ ჩა ღრმავდე,სულს სარკეში კი არა,საკუთარ თავში უნდა დააკვირდე… ზოგჯერ საკუთარ თავს უნდა შეეკითხო ხარ თუ არა ბედნიერი და თუ არ ხარ,მოიპოვო ბედნიერება,რადგან მხოლოდ შენ უწყი,თუ როგორ გამოიყურება შენი ბედნიერება… ზოგჯერ უნდა დათმო… ზოგჯერ უნდა დაგითმონ… ზოგჯერ უნდა ითხოვო პატიება… ზოგჯერ უნდა გაპატიონ… ზოგჯერ უნდა მიუტევო… ზოგჯერ მრავალწერტილის ადგილას წერტილი უნდა დასვა! ზოგჯერ მდინარის პირას უნდა ჩამოჯდე და გამოთალო შენი სულის სალამური… ზოგჯერ საკუთარი თავიც უნდა გამოსტაცო ტალღებს და გადაარჩინო… ზოგჯერ უნდა მიხვდე ხარ თუ არა საჭირო… ზოგჯერ მაგრად უნდა ჩარაზო კარი და გასაღები ზღვის ფსკერზე მოისროლო… ზოგჯერ უნდა იტირო საკუთარი უიღბლობა… ზოგჯერ უნდა გამოძერწო შენში ძლიერი პიროვნება… ზოგჯერ უარიც უნდა თქვა… ………………………………………………………………………………….. …და ყოველთვის,ყველა სიტუაციაში უნდა იყო ადამიანი! ღირსეული,სამართლიანი,კეთილი და მიმტევებელი… რაც უფლის ხელისგან იქმნა,უფლისგან არ გაიწირება… ღმერთმა დაიფაროს ყველა დიდსულოვანი ადამიანი…და უღირსიც-რამეთუ მას უფრო მეტად სჭირდება უფლის მფარველობა… ია ნანეიშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: