სასწავლო წელი დასასრულისკენ მიდის და მალე საზაფხულო არდადეგებიც დაიწყება. 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს იხურება და სკოლას მოსწავლეები სექტემბრამდე დაემშვიდობებიან.
ბავშვებისგან განსხვავებით, მასწავლებლები 15 ივნისს არ თავისუფლდებიან სკოლაში სიარულისგან. პირიქით, სწორედ მაშინ იწყება, ნიშნების გამოყვანის საპასუხისმგებლო საქმე.
როდის მთავრდება მასწავლებლებისთვის სამუშაო დრო? – ყოველ ზაფხულს მასწავლებლების სამსახურში 5 ივლისამდე დადიან. ამ პერიოდში მასწავლებლები ჟურნალების წარმოებაში არიან ჩართულნი და მოსწავლეების საბოლოო ნიშნებს წერენ, რაც საკმაოდ შრომატევადია და დროს მოითხოვს.
გარდა ამისა, მასწავლებლები მუშაობას არ იწყებენ 15 სექტემბერს – ახალი სასწავლო წლის დაწყებისას. მათ გაცილებით ადრე უწევთ სკოლაში გამოცხადება. სკოლის დირექცია და პედაგოგები 25 აგვისტოდან გადიან სამსახურში. ამ პერიოდში ხდება მასწავლებლებს შორის საათების განაწილება და კალენდარული გეგმების შეჯამება.
გამოდის, რომ პედაგოგებს შვებულება წელსაც ჩვეულებისამებრ, 5 ივლისიდან 25 აგვისტომდე ექნებათ.
https://www.etaloni.ge/