ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში არსებულ ძმათა სასაფლაოზე, საინიციატივო ჯგუფი 1918 წელს, თურქულ შენაერთებთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქანდაკების აღმართვას ითხოვს.
როგორც საინიციატივი ჯგუფის წევრი, კონსტანტინე შავიშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, აღნიშნული წინადადებით ოზურგეთის მერიაში განცხადება ჯგუფმა უკვე შეიტანა:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მხარდასაჭერად, წარდგენილ იქნა,საინიციატივო ჯგუფის სახელით-(დავით მეფარიშვილმა(თბილისი),კონსტანტინე შავიშვილი, ბადრი თავდუმაძე და სხვები)1918 წლის აპრილში, ოზურგეთში, სამშობლოს დასაცავად თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ახალგაზრდების ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილი ქანდაკების პროექტი,რომელიც აღიმართება,სოფელ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ქანდაკების სვეტზე ამოიტვიფრება 37 დაღუპული გმირის გვარსახელები..