“ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, „ქართული ოცნებაა“”

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, არჩევნებში გაიმარჯვოს, „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” არა თუ 43%-იან ბარიერს გადალახავს, არამედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„საუბარი არ არის 43%-ზე, მე დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობ. გულწრფელად ვიტყვი, რომ ქვეყნაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალური შესაძლებლობა და შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. აქ საუბარი არ არის 43%-ზე, მე დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელზედაც „ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე მეტს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share