ეს განცხადება, დღეს ქალაქ ოზურგეთში გამართულ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” ოზურგეთის ორგაბიზაციის თავმჯდომარენ, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ გააკეთა.
მისივე განცხადებით, მისასალმებელია საინიციატივო ჯგუფის მსგავსი მიმართვა ადგილობრივ ხელისუფლებისათვის და მისი ორგანიზაცია სრულად უჭერს ამ ინიციატივას მხარს.
კითხვაზე ხომ არ არის ეს განცხადება ანტითურქული განწყობების მაინსპირერებელი, რადგან მაშინ როვა ოზურგეთში და გურიაში ერთი ქანდაკებაც კი არ არის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულტა უკვდავსაყოფად, გოგიბერიძემ ნრძანა რომ ასეთი არის და ეს ნასაკირალის ობელისკია.
ცნობისათვის ნასაკირალის ობელისკი 1955 წლის 12 ნოემბერს აღიმართა. ობელისკის ქვემო ნაწილზე იყო ბარელიეფი გლეხთა გამოსახულებით, პოსტამენტს კი ჰქონდა წარწერა ქართულ და რუსულ ენებზე: „აქ ნასაკირალთან, 1905 წლის 20-21 ოქტომბერს (2-3 ნოემბერს) გურიის აჯანყებულ გლეხთა შეიარაღებულმა რაზმებმა მედგარი ბრძოლა გაუმართეს მეფის ჯარის ნაწილებს და სახელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.“ დაზიანებული ობელისკი აღდგენილ იქნა 2013 წელს, ბარელიეფის გარეშე, განსხვავებული წარწერით.
და ის კომუნისტების მიერ იყო გახსნილი არა როგორც რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო, არამედ სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა უკვდავსაყოფად, რაც გარკვეულწილად ისტორიის კომუნისტებისათვის დამახასიათებელი გაყალბებაა.
ამ მხარდაჭერით, პატრიოტთა ალიანსი გამოეხმაურა გუშინ “გურიის მოამბეში” გასულ ინფორმაციას, რომელსაც გთავაზობთ სრულად:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში არსებულ ძმათა სასაფლაოზე, საინიციატივო ჯგუფი 1918 წელს, თურქულ შენაერთებთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქანდაკების აღმართვას ითხოვს.
როგორც საინიციატივი ჯგუფის წევრი, კონსტანტინე შავიშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, აღნიშნული წინადადებით ოზურგეთის მერიაში განცხადება ჯგუფმა უკვე შეიტანა:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მხარდასაჭერად, წარდგენილ იქნა,საინიციატივო ჯგუფის სახელით-(დავით მეფარიშვილმა(თბილისი),კონსტანტინე შავიშვილი, ბადრი თავდუმაძე და სხვები)1918 წლის აპრილში, ოზურგეთში, სამშობლოს დასაცავად თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ახალგაზრდების ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილი ქანდაკების პროექტი,რომელიც აღიმართება,სოფელ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ქანდაკების სვეტზე ამოიტვიფრება 37 დაღუპული გმირის გვარსახელები..