ოზურგეთის მუნიციპალიტეტში-2,ჩოხატაურში-1- ახალი ვაკანსიები მანდატურის სამსახურმა სოციალურ მუშაკებზე გამოაცხადა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალ ვაკანსიებს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევად,  აცხადებს. უწყება მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 კადრის აყვანას გეგმავს. 

სოციალური მუშაკის ანაზღაურება 1 200 ლარით არის განსაზღვრული. კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 3 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადის შესავსებად იხილეთ – სააპლიკაციო ფორმა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი
ქ. თბილისი – 3 ვაკანსია;
მცხეთის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი
გორის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
მარნეულის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი
ახალციხის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
ქ. ფოთი – 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია.

კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
  • სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share