დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი, არ მერიდება ამის თქმა! – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა:

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ სპექტრში მაქსიმალურად იყოს ურთიერთგაგება. დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი მასთან მიმართებაში. არ მერიდება ამის თქმა, რადგან ამ ქვეყნის წარმატებას ვხედავ ერთობაში და ძალთა გაერთიანებაში. 

წყენა პოლიტიკაში დროდადრო იქნება, კონკურენტები ვართ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი, რომელიც დასახულია თითოეული პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის. მთელი არსებით დარწმუნებული ვარ, რომ თუ იდეალური ურთიერთობა არა, მინიმალური ხარისხის ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის და მათ ლიდერებს შორის უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება დაამარცხო რეჟიმი და მეორე, რეჟიმის დამარცხების შემდეგ, რომელიც დროის საკითხია, ქვეყანა დააბრუნო რელსებზე. 

მივედი იმ აზრამდე, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში შეიძლება, არსებობდეს უთანხმოება, მაგრამ არ უნდა არსებობდეს კონფლიქტი ლიდერებს შორის”

როგორც პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის და ნიკა მელია შერიგდნენ.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: