“წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება”

როგორც ცერცვაძემ განმარტა, მხოლოდ ერთეული შემთხვევები იქნება და საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, ქვეყანა ვაქცინებს საკმაოდ დიდი რაოდენობით მიიღებს და მოსახლეობას არჩევნის დიდი საშუალებაც ექნება.

„არანაირი შეზღუდვა არ იქნება, უწყვეტი მომარაგება გვექნება ვაქცინის, წვდომა შეუზღუდავი და თან დიდი არჩევნის საშუალება იქნება. იგეგმება „ფაიზერის“ შემოტანაც, მათ შორის, დიდი რაოდენობით, სადღაც ერთ მილიონ დოზამდე, ან 700 000 დოზამდე, ეს საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ზემოთ მოზარდებიც აიცრან, რადგან ჯერჯერობით, მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს მიღებული ნებართვა 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდების აცრაზე. სხვა ვაქცინებს ჯერჯერობით, ამის ნებართვა არ აქვს.

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, იქნება ერთეული შემთხვევები, აი დაახლოებით, ისეთი, როგორიც იყო შარშან გაზაფხულზე, ზაფხულში, ან მეორე ტალღის შემდეგ თებერვალ-მარტში, გვექნება მცირე რაოდენობით შემთხვევები, ეს ყველა ქვეყანაში იქნება სადაც თუნდაც, 100%-იანი ვაქცინაცია ჩატარდება, კლინიკური სექტორი ამას იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ პრაქტიკულად, მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს, დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკა იქნება გახსნილი, ეკონომიკური ზრდა უკვე დაფიქსირდა, არნახული ზრდა – 44%-იანი ზრდა მაისში და იქნება კიდევ უფრო მეტი, ანუ წლის ბოლოს საქართველო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share