მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელისა და პრემიერის გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. მან ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა. “გახარიამ მოითხოვა რომ ორი-სამი დღით გადაგვედო მელიას დაკავება. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია კიევიდან და ენმ-ის თბილისის ოფისიდან ენმ-ის გეგმის თაობაზე. ისინი ლაპარაკობდნენ რომ ორი დღე სჭირდებოდათ, იმისთვის, რომ ეს გეგმა სისრულეში მოსულიყო. მას მერე, რაც ხელისუფლება ვერ დააკავებდა მელიას, იწყებდა საუბარს ენმ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო პარლამენტში შემოსული, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას დააბრალებდა ენმ ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას, ეს იყო მათი მესიჯბოქსი. ამაზე მითითებით, სააკაშვილმა თუ არ ვცდები 17 თებერვალსვე გააკეთა განცხადება, ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი რომელიც მან შემოიტანა პოლიტიკურ დისკუსიაში. 18 თებერვალს უკვე, ისინი გამოაცხადებდნენ ე.წ ალტერნატიულ მთავრობას – თავისი ე.წ ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. და ჰქონდათ მათ გამზადბეული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობაში და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. მე არ ვიცი ეს იცოდა თუ არა გახარიამ, მაგრამ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენი კოლეგებიდან კიევში და გახარიას აღარ გავანდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვი გაჩნდა. იქიდან ისმის რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ და აქ ითხოვს ჩვენი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას. ახლა ამ სცენარის გაგრძელება: ე.წ ალტერნატიულ მთავრობაში გადადიან ძალოვნები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი და შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის რომ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან, სადაც უნდა დახვედროდა აქტივისტები და შემოეცილებინათ. ჩვენთვის არ არის ამ ძალოვანების ვინაობა, ცნობილი იყო რომ გემგის ნაწილი იყო. ახლა რაც შეეხება სარფში შემოსვლას, ე.წ უკრაინული სცენარი, რაც თავის დროზე ჰქონდა გათამაშებული სააკაშვილს. ხვდებიან აქტივისტები და შემოდის (ჩვენ იმას არ ვამტკიცებთ რომ ამას შეძლებდნენ და გადატრიალებას შეძლებდნენ) და ბუნებრივია ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ სააკაშვილის ამ შემოსვლასთან ერთად პრემიერი გადადგებოდა”, – თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.