მარჯორი უორდროპი საკუთარ დღიურში წერდა: ,,გურულ ქალებსაც გრძელი ნაწნავები აქვთ, ხოლო თავს შავი ან ფერადი ელეგანტური მაქმანიანი მანდილით იმოსავენ. ორივე თავსაბურავი ძალიან ლამაზია – თუმცა, გურულებისა, შესაძლოა, უფრო ახალგაზრდულ იერს ჰმატებდეს ნაკვთებს, ვიდრე – ქართლელებისა, რომელიც მათ ღირსეულ გამომეტყველებას ანიჭებთ. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ამ ორი განსხვავებული პროვინციის მოსახლეობა – ქართლელები უფრო სერიოზულად და დარბაისლურად გამოიყურებიან, გურულები კი სხარტები და მხიარულები არიან…