ადვოკატი, კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“თურმე ბოროტებასთან ბრძოლის უნიკალური მეთოდი – არჩევნების გაყალბება ყოფილა. არადა სწორედ არჩევნების გაყალბება ყველა იმ ბოროტების სათავე რომელიც ამ ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. ესაა ძალიან მძიმე შედეგების მქონე თავდასხმა ადამიანების ცნობიერებაზე, რისი შედეგიცაა – ყალბი მოქალაქე, ყალბი ერისკაცი, ყალბი ხელისუფლება, ყალბი ხელოვანი, ყალბი მეცნიერი და მათ შორის ბოროტებასთან მებრძოლი ყალბი კეთილშობილებაც.”