პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამომავლოდ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.
მან აღნიშნა,რომ ყოფილ პრემიერს კარგად იცნობს და გიორგი გახარია„ქართული ოცნებისგან“ გარკვეულ დისტანცირებას ცდილობდა.
„ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით, მე ვიცნობ მას კარგად. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის არასდროს იყო ჩემთვის იდენტური იმ ადამიანების, ვინც „ქართულ ოცნებაში“ დარჩნენ. ყოველთვის ემჩნეოდა, რომ მათგან გარკვეულ დისტანცირებას ცდილობდა“,-განაცხადა ბესელიამ.