სპეციალისტი პირბადის გამო შეზღუდული ფლირტის ახალ ხრიკებს განმარტავს

ამბობენ, თვალები სულის სარკეაო. ეს გამოთქმა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პანდემიის გამო, პლანეტის მოსახლეობა პირბადის ტარებაზე გადავიდა.

 

პირბადე კიდევ უფრო მკვეთრად “აჩენს” თვალებს, რომლებიც ამერიკელი ექსპერტის აზრით, ფლირტის ერთ-ერთი ყველაზე კარგი იარაღია. “ინტენსიური მზერის” სიძლიერეზე ჯინ სმიტი საუბრობს, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს.

 

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თვალები ადამიანის სულში ფანჯარაა, იმ პირობებში კი როცა ადამიანის სახის უდიდესი ნაწილი ნიღბით არის დაფარული, გამოხედვას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 

“შესაძლოა გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცის სახის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. თვალები მიზიდულობის ყველაზე მძლავრი წყაროა. სწორედ ამიტომ მათზე უამრავი ლექსი და ცნობილი ფრაზა არსებობს. ჩემი საყვარელია “ჩვენ გრძნობების დამალვას ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ თვალებს საუბარი შეუძლია“, – ამბობს სმიტი.

 

მისი თქმით, პანდემიის პირობებში თვალებით ფლირტის რამდენიმე ხერხი არსებობს: გვერდით გახედვა და შემდეგ მზერის ინტერესის ობიექტზე დაფიქსირება, „თოჯინის თვალები“ – როცა ადამიანი თვალებს აფართოებს და „ინტენსიური მზერა“ – ადამიანის თვალებში მიზანმიმართული მზერა.

 

სხვა ხრიკებს შორის ექსპერტი თვალის ჩაკვრასა და წარბის აწევს ასახელებს. კიდევ ერთი მეთოდია ადამიანს თვალებში 3 წამის განმავლობაში ან ხანმოკლე პაუზებით სამჯერ შეხედოთ.” – აცხადებს ექსპერტი სმიტი.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: