“ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს”, წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი.. აღარ მოვიდა-რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

ივნისის პირველ კვირას, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ხანაც ხუთი. ყოველთვის ერთიდაიგივე წერილით:
“ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს.”
რეზო გაბრიაძე.
წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი..
აღარ მოვიდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share