„ქოც-ნაცური” დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ურჩია ლიეტუვას პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას” და ოპოზიციას პოლიტიკური კინკლაობის დასრულება და ოკუპაციის პრობლემაზე ერთობლივად ზრუნვა.
ვაშაძის თქმით, თუ “ქოც-ნაცური დაპირისპირება” არ დასრულდება, მუდმივად უსაგნო კამათს ექნება ადგილი, მათ შორის, პარლამენტშიც.
“ლიეტუვის პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლური ინტეგრაცია, დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ კუთხით. რაც შეეხება იმას, თუ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, მე გეტყვით -„ქოც-ნაცური დაპირისპირება უნდა დავასრულოთ საქართველოში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება, სხვა შემთხვევაში, მუდმივი კინკლაობა და უსაგნო კამათი იქნება, თუნდაც, პარლამენტის დარბაზში,”- განაცხადა ვაშაძემ.