“მერცხალის” ვეტერან ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს მერმა მადლობის ბარათი გადასცა

ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის” იური ჩხაიძეს მადლობის ბარათი გადასცა.

დღეს, ოზურგეთელ იური ჩხაიძეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.

იგი, თამაშობდა ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ “მერცხალში,” სსრკ უმაღლესი ლიგის ბინადარ ქუთაისის “ტორპედოში,” შემდეგ იყო „მერცხალის“ მთავარი მწვრთნელი, ასევე ოზურგეთში, დაარსა საფეხბურთო კლუბი „ბასა.“ მან 1971 წლის ჩათვლით გუნდის შემადგენლობაში 133 მატჩი (მათ შორის 111 უმაღლეს ლიგაში) და 6 სათასო თამაში ჩააატარა.

იური ჩხაიძე, როგორც მოთამაშე და მწვრთნელი საფეხბურთო მოღვაწეობას 60 წლის მანძილზე ეწეოდა. სარგებლობდა კოლეგების განსაკუთრებული პატივისცემითა და მოსწავლეების სიყვარულით, მან ბევრი ახალგაზრდა თაობა აღზარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share