“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანია “ზიმომ” 2011 წლიდან 98 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო, იმის მიუხედავად, რომ კომპანია შავ სიაში იმყოფება.
გარდა ამისა, 2012-2019 წლებში, შპს “ზიმომ” 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო.
“ზიმოს” გარდა არსებობს მასთან დაკავშირებული შპს “ზიმო-7”, რომელმაც 2012 წლიდან 150 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღო და აქედან 54 მილიონის – უკონკურენტო გარემოში. “ზიმომ” და მისმა მეწილეებმა მმართველ პარტიას 2019-2020 წლებში ჯამში 320,000 ლარი შესწირეს, მათთან აფილირებულმა პირებმა კი დამატებით – 175,000 ლარი. შპს “ზიმო” 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შავ სიაში, რადგან 2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტიდან პირდაპირი შესყიდვით მიიღო 1.4 მილიონ ლარზე მეტი და ვალდებულებები არაჯეროვნად და არასრულად შეასრულა. სამუშაოებს აგრეთვე უხარისხოდ ასრულებს შპს “ზიმო-7″, რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზისა და ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი მიიღო, თუმცა ხიდი კვლავ სარემონტოა”, – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.
🌳 აღსანიშნავია, რომ 2012-2019 წლებში შპს ზიმომ თითქმის 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო.
👉 “ზიმოს” გარდა არსებობს მასთან დაკავშირებული შპს ზიმო-7, რომელმაც 2012 წლიდან 150 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღო და აქედან 54 მილიონის – უკონკურენტო გარემოში.
👉 “ზიმომ” და მისმა მეწილეებმა მმართველ პარტიას 2019-2020 წლებში ჯამში 320,000 ლარი შესწირეს, მათთან აფილირებულმა პირებმა კი დამატებით – 175,000 ლარი.