ბრიტანეთის დედოფალმა ტორტი საცერემონიო მახვილით გაჭრა

ბრიტანეთის დედოფალმა სადღესასწაულო ტორტი საცერემონიო მახვილით გაჭრა. ედენის ბოტანიკურ ბაღში გადაღებულ კადრებს სააგენტო „რეიტერსი“ ავრცელებს. კადრებში კარგად ცანს, თუ როგორ მოითხოვს მონარქი მახვილს, რომელსაც მას კორნუოლის ლორდი, ლეიტენანტი ედუარდ ბოლიტო გადასცემს. ელისაბედ II-ის მოულოდნელი ჟესტი კემბრიჯისა და კორნუოლის ჰერცოგენიებს, კეიტსა და კამილას ღიმილს ჰგვრის. მანამდე გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ედენის ბოტანიკურ ბაღში დიდი შვიდეულის ლიდერებს უმასპინძლა.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share