რუსეთმა საქართველო არამეგობარ ქვეყნების სიაში შეიყვანა. ჩამონათვალში ჩვენი ქცეყანა მერვე ადგილს იკავებს.
კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ რუსეთის მთელს ტერიტორიაზე ,,იური ლევადას სახელობის ანალიტიკური ცენტრმა” ჩაატარა.
კვლევის თანახმად, აშშ რუსეთისთვის კვლავ ყველაზე არამეგობრულ ქვეყნად რჩება. შემდეგ ადგილებს ინაწილებენ უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია, საქართველო და წელს პირველად მოხდა, რომ არასასურველი ქვეყნების რიგს ჩეხეთი მიემატა.
რუსეთისთვის სასურველი ქვეყნების ათეულში მოხვდნენ ბელორუსი, ჩინეთი, ყაზახეთი, სომხეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, სირია, გერმანია და კუბა.