დღეის მონაცემებით, გურიაში კოვიდით 125 ადამიანია გარდაცვლილი

დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მასიური ვაქცინაციის პროცესის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მზაობა და მთავარი გამოწვევები. საერთო ჯამში, გურიის რეგიონში, ამ დროისთვის, ინფიცირებულია 8205 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7961, ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას – 119 , გარდაიცვალა 125 პაციენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share